დაგვირეკეთ

555-618-555

 

ვმუშაობთ ყოველდღე
9:00 დან   22:00 სთ-მდე

 

 

555-618-555

 

ვმუშაობთ ყოველდღე   9:00 დან  22:00 სთ-მდე

სარეცხი მანქანის ხელოსანი

შეკეთება ბინაზე გამოძახებით და გარანტიით







მთავარი გვერდი

შეცდომის კოდები

სარეცხი
მანქანის ნაწილები


გამოხმაურება

სარეცხი მანქანის ხელოსანი კონტაქტი

   

AEG ATLANT ARDO
ARISTON ASKO Bauknecht
BEKO Blomberg Bompani
BOSCH Brandt Candy
DAEWOO Electrolux Elenberg
FAGOR gorenje Hansa
Hoover iberna indesit
Kaiser LG Miele
PHILCO Rolsen SANYO
TEFAL Thomas Thomson
SAMSUNG Siemens siltal
Vestel Whirpool ZANUSSI

 

გამოხმაურებები

გამოვიძახე ხელოსანი ახლობლის რეკომენდაციით. მასაც იგივე მანქანა აქვს ვიყიდეთ ერთდროულად 15 წლის წინ. საჭირო ნაწილები მოიტანეს და ადგილზევე შეაკეთეს სარეცხი მანქანა. მუშაობს იდეალურად. მადლობა ყურადღებისთვის და ოპერატიულობისთვის! -- პატივისცემით, ნინო

ნინო, გ. თბილისი

15.08.2018

ყველას ნახვა





გამოძახება
დიაგნოსტიკა
უფასოდ

ხელოსნის გამოძახება
09:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე
ყოველდღე

555-618-555

შეკეთება
იმ დღესვე


დაგვირეკეთ

დარეკვისთვის დააჭირეთ ღილაკს

სარეცხი მანქანის შეცდომის კოდები და გაუმართაობის ნიშნები

 

 

 

სარეცხი მანქანის პრობლემები და მათი გამომწვევი ძირითადი მიზეზები.

სარეცხი მანქანის შეცდომის კოდები და სიმბოლოები და მათი გაშიფრვა.

LG - ელჯი შეცდომის კოდები და ნიშნები

OE

სარეცხი მანქანა წყალს ვერ ღვრის. შესაძლო მიზეზები:
• გაიჭედა გადამღვრელი შლანგი
• კანალიზაციაა გაჭედილი
• სარეცხ მანქანაში შიდა შლანგებია გაბიდნული
• გადამღვრელი ტუმბოს ფილტრია გაბიდნული
• მოიღუნა ან მანქანის ქვეშ მოჰყვა გადამღვრელი შლანგი
• არ მუშაობს გადამღვრელი ტუმბო
• სარეცხ მანქანაში წყალი გაიყინა (სარეცხი მანქანა იდგა ყინვაში)

IE

სარეცხ მანქანას არ მიეწოდება წყალი. შესაძლო მიზეზები:
• წყლის მიმწოდებელი ონკანია დაკეტილი ან არ მოდის წყალი
• მოღუნულია ან მოყოლილია შემავალი წყლის შლანგი
• შემავალი შლანგის ფილტრებია გაბიდნული
• მოქმედებაში მოვიდა შემავალი შლანგის დაცვა აქვასტოპი / Aqua Stop

UE, Ub

სარეცხ მანქანას არ შეუძლია ნივთების თანაბრად გადანაწილება დოლურაში (დისბალანსი). შესაძლო მიზეზები:
• თეთრეული ერთ ადგილას დამრგვალდა ან რეცხვის დროს ერთმანეთში გადაიხლართა
• სარეცხ მანქანაში ცოტა სარეცხია 1 ან 2
• ძალიან ბევრი სარეცხია დოლურაში

CL

ჩართულია რეჟიმი "ბავშვებისგან დაცვა". შესაძლო მიზეზები:
• ეს არ ნიშნავს შეცდომის კოდს, მანქანაზე ჩართულია რეჟიმი ბავშვებისგან დაცვა გამოსართავად უნდა დააჭიროთ შესაბამის ღილაკებს რამდენიმე წამის განმავლობაში

LE

სარეცხი მანქანის ძრავი გადატვირთულია ან დაზიანებული. შესაძლო მიზეზები:
• ძალიან ბევრი სარეცხია
• დაზიანებულია ძრავი/ტახოგენერატორი

tCL

ბარაბნის გაწმენდა TUB CLEAN. შესაძლო მიზეზები:
• ეს შეტყობინება არ ნიშნავს დაზიანებას, სარეცხი მანქანა გატყობინებთ რომ ჩართოთ რეჟიმი "ბარაბნის გაწმენდა"

dE, dE1, dE2, dL

სარეცხი მანქანის კარი არ არის დახურული. შესაძლო მიზეზები:
• კარი არ არის მჭიდროდ მიხურული
• კარის დახურვის მექანიზმი არ მუშაობს

UE, Ub

დოლურამ ვერ გადაანაწილა სარეცხი თანაბრად (დისბალანსი). შესაძლო მიზეზები:
• ძალიან ბევრი ან ცოტა სარეცხი
• ერთ ადგილას დამრგვალდა ან დაიხვია სარეცხი დოლურაში

CE

ძრავი გადატვირთულია. შესაძლო მიზეზები:
• ნორმაზე ბევრი სარეცხია დოლურაში
• ელექტრო მოდულია დაზიანებული

Sud

სარეცხ მანქანაში ბევრი ქაფია. შესაძლო მიზეზები:
• ბევრი სარეცხი საშუალებაა ჩაყრილი
• გამოყენებულია ფხვნილი რომელიც არ შეესაბამება სარეცხ მანქანას

Cd

სარეცხის გაგრილება შრობის დასრულების შემდეგ. შესაძლო მიზეზები:
• ეს არ არის შეცდომის კოდი. ეს ნიშნავს, რომ შრობა დასრულდა და სარეცხი გრილდება შრობის შემდგომ

FE

სარეცხ მანქანაში ძალიან ბევრი წყალია (გადავსება) . შესაძლო მიზეზები:
• გადამღვრელი შლანგი არასწორად არის მიერთებული კანალიზაციაზე
• წყლის შემსვლელი სარქველი (კლაპანი) გაიჭედა გახსნილ მდგომარეობაში

PE

წყლის დონის სენსორის (დაჩიკის) პრობლემა. შესაძლო მიზეზები:
• დაზიანებულია წყლის დონის სენსორი (დაჩიკი) ან მისი გაყვანილობა

PF

სარეცხ მანქანაზე ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა. შესაძლო მიზეზები:
• რეცხვის დროს მოხდა ძაბვის თამაში ან დაზიანებულია კაბელი, არ არის კარგი კონტაკტი. მიაქციეთ ყურადღება, რომ მოწესრიგებული იყოს ელექტრო გაყვანილობა, სარეცხი მანქანა უშუალოდ იყოს მიერთებული ელექტრო კვებაზე დამაგრძელებლის გარეშე. გამორთეთ და თავიდან ჩართეთ სარეცხი მანქანა შეცდომის კოდი გაქრება

tE

თემპერატურის "დაჩიკის" პრობლემა (თერმისტორი) . შესაძლო მიზეზები:
• დაზიანებულია ტემპერატურის სენსორი (დაჩიკი) ან მისი გაყვანილობა ან ელექტრომოდული

E6

დოლურა გაიჭედა უცხო სხეულის მიერ (მხოლოდ ვერტიკალურ ჩატვირთვის მანქანებზე). შესაძლო მიზეზები:
• უცხო სხეული მოხვდა დოლურას და ავზს შორის მაგ: ხურდა ფული, ლიფის მავთული და ა. შ.

dr

სარეცხი მანქანა გატყობინებთ რომ წყალია გადასაღვრელი. შესაძლო მიზეზები:
• ეს არ არის შეცდომის კოდი, ეს შეტყობინება გამოდის მაშინ, როდესაც მანქანას რეცხვის პროცესში დააპაუზებთ და 8 წუთის განმავლობაში არ გააგრძელებთ რეცხვას

HE

წყლის გამაცხელებლის (ტენის) პრობლემა. სარეცხი მანქანა არ აცხელებს წყალს . შესაძლო მიზეზები:
• არ მუშაობს ან დამწვარია წყლის გამაცხელებელი (ტენი)

SE

ძრავის გადამრთველის პრობლემა (მხოლოდ ინვერტორულ ძრავიან მანქანებზე) . შესაძლო მიზეზები:
• დაზიანებულია გადამრტველის სენსორი ან მისი გაყვანილობა

dHE

დროებითი შეცდომა შრობის დროს . შესაძლო მიზეზები:
• გამორთეთ მანქანა 10-20 წუთით, შემდეგ შეგიძლიათ ისევ გააგრძელოთ

E1

სარეცხი მანქანა წყალს აპარებს აქვასტოპი . შესაძლო მიზეზები:
• დაზიანებულია შლანგები, ფხვნილის უჯრა ან დოლურა

E3

სარეცხმა მანქანამ ვერ განსაზღვრა სარეცხის წონა . შესაძლო მიზეზები:
• ბევრია ან ძალიან ცოტა სარეცხი დოლურაში

AE, AOE

ავტოგამორთვის შეცდომა . შესაძლო მიზეზები:
• წყალია მანქანის ძირში ან აქვასტოპი გამოსულია მწყობრიდან

სარეცხი მანქანის შეცდომის კოდები და სიმბოლოები


 

ყველაზე გავრცელებული სარეცხი მანქანის პრობლემები და მათი გამოსწორების გზები.


ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაო




© 2015-2021 სარეცხი მანქანის შეკეთება 555-618-555